კახა კალაძე ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე - რა არჩევნებს უნდა დააკვირდეს?! სათავეში ედგა პარალელური დათვლების გაყალბებას და 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდეს? - საგიჟეთია

რა არჩევნებს უნდა დააკვირდეს?! სათავეში ედგა პარალელური დათვლების გაყალბებას და 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდეს?!- საგიჟეთია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ISFED-ის ყოფილ ხელმძღვანელზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნულით უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპის საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.

„უმძიმესი იყო ის, რაც მოხდა. ჩვენ გამოვააშკარავეთ, „ქართულმა ოცნებამ“, შალვა პაპუაშვილი იყო, ვინც რეალურად გამოააშკარავა ის მზაკვრული გეგმა, რაც ISFED-ს ჰქონდა. შემდეგ თქვეს, რომ თითქოს შეცდომა დაუშვეს, არადა ხალხს აჯერებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, რეალურად ISFED-ის პარალელური დათვლა იყო გაყალბებული. ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება იმის, რომ რევოლუციური გეგმა ამით განეხორციელებინათ. ეს უნდა დაეჯერებინა ხალხს, ამაზე უნდა აეწყოთ კამპანია, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. არათუ გამოიძიეს, ვიღაც დაისაჯა, უბრალოდ გაათავისუფლეს, უთხრეს, მოდი გაიწიე და შემდეგ დაგეხმარებით, სადმე კარგ ადგილს დაგიკავებთ.

ასახეს ეს რეალობა. რა არჩევნებს უნდა დააკვირდეს?! სათავეში ედგა პარალელური დათვლების გაყალბებას და 2024 წლის არჩევნებს უნდა დააკვირდეს?!- საგიჟეთია“,-აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება