მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარედ საფეხმავლო ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყვნენ სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებიც.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე გიორგი გომარელთან ერთად გაეცნო.

„ამ ტერიტორიის გარკვეული ნაწილი „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზეა, შესაბამისად, აქ ჩვენ ყოველდღიურ დასუფთავების სამუშაოებს არ ვახორციელებთ. იმის გამო, რომ აღნიშნული მონაკვეთი მოქალაქეების მიერ იყო დაბინძურებული, გადავწყვიტეთ, აქციის სახით დაგვესუფთავებინა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გთხოვთ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი მხოლოდ და მხოლოდ ნაგავშემკრებ კონტეინერებში განვათავსოთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

მერიის განმარტებით, მსგავსი დასუფთავების ღონისძიებები „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ პერიოდულად იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს