ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს - რა კოალიციური მმართველობა? ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების?!

რა კოალიციური მმართველობა? ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების?! - გაშიფრულები ხართ ყველა: თქვენც და დანარჩენი პატარა „ნეონაცებიც",- ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამ განცხადებით ზარქუა ჟურნალისტებთან, კოალიციურ მმართველობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პატარა პარტიების და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ჯამში მაქსიმუმ 40 პროცენტია. როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 60 - პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

„ქალბატონ სალომეს მივმართავ, რომელი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი არღვევს თავის ქვეყნის კონსტიტუციას?! ეს თქვენ ევროპულობა გგონიათ? რომელი ევროპული სახელმწიფოს ლიდერი გადის საერთაშორისო პლატფორმაზე და ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები ფსევდოა და არ დაუჯეროთო?! ეს ევროპული მიდგომაა?! რომელი ევროპული ქვეყნის ლიდერი გადაადგილდება დაუკითხავად, კანონის დარღვევით და არაადეკვატურ, მავნებლურ განცხადებებს აკეთებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ?! ერთი დამისახელეთ! ვერ დამისახელებთ! ასეთი ხართ მხოლოდ თქვენ, სამწუხაროდ. რა კოალიციურ მმართველობაზეა საუბარი?! თვითონ გამოდიან ე.წ. ლიდერები რადიკალების და ამბობენ, რომ პატარ-პატარა პარტიების ჯამი 20%-ია, „ნაცმოძრაობა“ ხომ ვიცით რომ მილევად რეჟიმშია, მაგრამ დავუწეროთ 15%, კარგი 20%. ანუ ისინიც კი აღიარებენ, რომ მინიმუმ 60 პროცენტი აქვს მმართველ პარტიას. რა კოალიციური მმართველობა? ვის ატყუებთ? თუ ახალი დაკვეთა გაქვთ მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს გამოხვიდეთ და ლეგიტიმაცია არ ცნოთ შედეგების, შალიკო ფანჩატურის მათემატიკა გამოიყენოთ და თქვათ, რომ პირველ, მეორე,მესამე, მეოთხე ადგილზე გავიდა ოპოზიცია?! ეს არის თქვენი ამოცანა და ახალი დაკვეთა?! გაშიფრულები ხართ ყველა: თქვენც და დანარჩენი პატარა "ნეონაცებიც". არაფერი გამოგივათ,"- განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის, არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან.

"ეს ნიშნავს ოლიგარქიის დასასრულს… და ეს გარკვეულწილად პასუხია პოლარიზაციაზეც, რაღაც დონეზე”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება