ზურაბ ჭიაბერაშვილი - ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პოლიტიკური დევნა

აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანაა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. თუ ჩვენ გვინდა ევროპა, წინსვლა, ადამიანების ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და სტაბილური ფასები, ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, უკლებლივ ყველა გამოკითხვაში, საქართველოს ყოველი სამი მოქალაქიდან ორი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღოს ის სარგებელი, რაც მოდის ევროკავშირისგან. ეს არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ეს არის სტაბილური ფასები, ეს არის ძლიერი ოჯახები, მდიდარი ოჯახები, ძლიერი ადამიანები, რომლებიც მყარად დგანან ფეხზე. [მოსახლეობამ] ეს სარგებელი რომ მიიღოს, წინ ეღობება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, პოლიტიკური დევნა და ამიტომ მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს; სალომე ზურაბიშვილმა ყური უნდა უგდოს ამას.

მოქალაქეების აზრით, მეორე მიზეზი თუ რატომ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, არის ზუსტად ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომლის ეკონომიკურმა რეფორმებმა, ჩვენ გვაჩვენა ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაჩვენა ის, რომ კეთილდღეობა იყო მოქალაქეთა უდიდესი ნაწილისთვის და არა პატარა კლანისთვის, რომელიც მდიდრდება დღეს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და სწორედ ივანიშვილი ეღობება, მათ შორის პოლიტიკური დევნით, საქართველოს კეთილდღეობას, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას, ოჯახების გამდიდრებას, ძლიერად ფეხზე დადგომას. ამიტომ აუცილებელია და გადაუდებელი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პოლიტიკური დევნა, თუ გვინდა ჩვენ წავიდეთ წინ, ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ, იყოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, სტაბილური ფასები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის