აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადაწყვეტილებით, დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების 232 დევნილ დედას ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით დაღუპული მეომრების დედებისთვის მატერიალური მხარდაჭერა ტრადიციულად ყოველ წელს ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია