პრემიერი - „ნაცმოძრაობა“ 20%-ს ძალიან დიდი ხანია ჩამოცილებულია, ვერც ერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს - ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება

„ნაცმოძრაობის“ ბოლო რეიტინგი 18% იყო, 20%-ს ძალიან დიდი ხანია უკვე ჩამოცილებულია. ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ფონზე კოალიციური მთავრობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

„პოლონური მოდელი რაც არის, არ მინდა ჩავუღრმავდე, ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც ამ საკითხებში ერკვევა. ჩვენი მხარდაჭერა დღეს 60%-მდეა, მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ანუ გასული 1 წლის განმავლობაში, საზოგადოებისგან 55-დან 60%-მდე ურყევი მხარდაჭერა გვაქვს. ასეთ ვითარებაში, ზოგადად კოალიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ვიდრე არჩევნები ჩატარდება წინ არის 7-8 თვე, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია, არ ველოდებით. ოპოზიცია განსაკუთრებით, მისი რადიკალური ნაწილი მარცხისთვისაა განწირული. როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება იგულისხმება. გასაგებია, ამ ყველაფერში რაც იგულისხმება, „ნაცმოძრაობის“ გარეშე უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვება სალომე ზურაბიშვილი, „ლელო“ და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს, ეს რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვერანაირი შეფუთვით „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ერთი ფაქტორი, ჩვენი მხარდაჭერა 55-დან 60%-მდეა მუდმივად. ოპოზიციას რაც შეხება, „ნაცმოძრაობის“ ბოლო რეიტინგი 18% იყო, 20%-ს ძალიან დიდი ხანია უკვე ჩამოცილებულია, ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ასეთ პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად რჩება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებდა.

„ის არ არის კრიტიკული, ის არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, ამიტომ ემთხვევა მისი რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას ერთი ერთში. როცა საუბარია ანტიდასავლურ ქმედებებზე, ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როცა ამბობდა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, როცა ამბობდა, რომ ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებდა, ის პირდაპირ აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, სწორედ, ეს არის ანტიდასავლური ქმედებები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ახორციელებდა“, - განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო