ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ, ესმის პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას  და დიდ დაპირისპირებას ნიშნავს - მინდა ვისურვო, რომ ერთ საკითხში მაინც დარჩეს ის ბოლომდე ერთგული თავისი ნათქვამი სიტყვის

ალბათ, ესმის პრეზიდენტსაც, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას ნიშნავს, -ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ეს არის ძალიან დიდი მორალური პასუხისმგებლობა და იმედს გამოთქვამს, რომ ის დარჩება მისი სიტყვების ერთგული - „არა და არასდროს“.

„ეს პასუხისმგებლობა იმაზე გადის, რომ ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. შეწყალება მარტო იურიდიული აქტი არ არის, მართლაც უდიდესი მორალური პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე იმ მძიმე ქმედებების ფონზე, რასაც სააკაშვილი აკეთებდა და დღესაც აგრძელებს, როცა ქვეყანას აზიანებს მძიმე ბრალდებებით. მე მინდა ვისურვო, რომ ერთ საკითხში მაინც დარჩეს ქალბატონი სალომე ბოლომდე ერთგული თავისი ნათქვამი სიტყვის. ვფიქრობ, ალბათ, ესმის პრეზიდენტსაც, რომ მისი შეწყალება ნიშნავს სულ მცირე, დიდი არეულობის პროვოცირებას და დიდ დაპირისპირებას. ეს თუ ვინმეს აწყობს საქართველოში, იცოდეს, რომ ეს აღკვეთილი იქნება,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!