იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან „აქამდეც მოსახსნელი იყო“

თუ მოხსნა უნდოდა, მოსახსნელი იყო იმის გამო, რომ ტრანსპლანტაციის კანონი აკრძალა. ადამიანებს ერთმანეთის გადარჩენა აუკრძალა, - ამის შესახებ “გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ზურაბ აზარაშვილს მანამდე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, იყო ხელოვნური განაყოფიერების კანონთან ბრძოლა, რა დროსაც ის „ფაქტობრივად, ადამიანებს უკრძალავდა დახმარებას შვილის ყოლაში“.

„ჩემი აზრით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილის გამო ამ კაცის მოხსნა არ შეიძლებოდა. თუ მოხსნა უნდოდა, ის მოსახსნელი იყო იმის გამო, რომ ტრანპლანტაციის კანონი აკრძალა. ადამიანებს ერთმანეთის გადარჩენა აუკრძალა, შინაარსობრივად. ასევე შეებრძოლა, არ ვიცი ბოლომდე მიიყვანეს თუ არა, ხელოვნური განაყოფიერების კანონს და ფაქტობრივად, ადამიანებს აუკრძალა დახმარება შვილის ყოლაში. აი, ეს სრულიად საკმარისი არგუმენტები იყო იმისთვის, რომ ჯანდაცვის მინისტრი აღარ ყოფილიყო მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ამის გამო არ მოუხსნიათ”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს