მიხეილ სარჯველაძე - მსჯელობაა საჭირო, რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს და ეს როგორ დარეგულირდეს ისე, რომ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას საფრთხე არ შეექმნას

მსჯელობაა საჭირო, თუ რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს - მსჯელობის შედეგად გაირკვევა ისიც, როგორც შეიძლება ეს ყველაფერი დარეგულირდეს ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "საკითხების დაურეგულირებლობა შეიძლება განაპირობებდეს არასწორი პროცესების განვითარებას და რადიკალიზაციის თავიდან ასაცილებლად დაბალანსებული და სწორი კანონმდებლობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი".

„ამას სჭირდება მსჯელობა, შეიძლება ცალკეულ დეპუტატებს გვქონდეს შეხედულება, თუ რა საკითხი იმსახურებს ყურადღებას, რომ ტრადიციული ღირებულებების მეტად დაცვა ხორციელდებოდეს და ძალადობრივი შეტევა ამ ღირებულებებზე არ იყოს შეწყნარებული. ვფიქრობ, ამის მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან სამართლიანია. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთება, რა შეიძლება იყოს კონკრეტული შინაარსი ამ კანონპროექტისა და გაირკვევა ისიც, როგორც შეიძლება ეს ყველაფერი დარეგულირდეს ისე, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას. რა იყოს კანონით განსაზღვრული ცნებების და კატეგორიების დონეზე, ამას კანონპროექტის ირგვლივ მუშაობა გვაჩვენებს. ზოგჯერ არის ლეგალური დეფინიციის შემოტანის საჭიროება, ზოგჯერ არ არსებობს. რეგლამენტაცია რა ფარგლებს მოიცავს, ამაზე არ შემიძლია ახლა ზუსტი პასუხის მოცემა. მაგალითად, ჩემთვის რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ეს არის ბავშვების დაცვა გარკვეული ინფორმაციის წვდომაზე, რომელიც შეიძლება აზიანებდეს მათ შორის, ბავშვის საუკეთესო ინტერესს,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს, რომელიც საზოგადოებას "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს". მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში დაინიცირდება.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს