ელექტრონული არჩევნების შესახებ უკვე ინფორმირებულია 318 000 ამომრჩეველი

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო პროცესში სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს. საარჩევნო ტექნოლოგიებს მხოლოდ თებერვალში 39 482 ამომრჩეველი გაეცნო.

ცესკოს ცნობით, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში, სპორტულ ფედერაციებში - მოქალაქეებს პირადად აქვთ შესაძლებლობა ნახონ და პრაქტიკაში გამოსცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები.

„საერთო ჯამში თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეგახსენებთ, ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო და სამოქმედო გეგმის მიხედვით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამ დროისათვის გამართულია 2 615 შეხვედრა და სულ 318 000 ამომრჩეველია ინფორმირებული.

2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ სიახლესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის და უზრუნველყოფს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებას. ინფორმაცია კამპანიის მიმდინარეობის შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის