ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ბაკურიანში EYOF „ბაკურიანი 2025-ის“ ოფიციალური ჰიმნის წარდგენა გამართა და მონაწილეებს ფესტივალის თილისმა, მასკოტი „გუნდა“ გააცნო - ფესტივალის ოქროს სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

კომპანიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ბაკურიანის განახლებულ პარკში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები. სტუმრებს კი, ადგილზე სიმბოლური საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დახვდათ.

„თილისმა „გუნდას“ სახელი იდეალურად გამოხატავს დათოვლილი კავკასიონის სულს. ის კავკასიური ფოცხვერია, რომელიც ამ თვალუწვდენელ მთებს სახლად მიიჩნევს. „გუნდას“ მოქნილობა და გამჭოლი მზერა ახალგაზრდა ოლიმპიელებისათვის აუცილებელი თვისებების: ძალის, მონდომებისა და სიზუსტის სიმბოლიზებაა. გუნდას მიზანია, შთააგონოს ახალგაზრდა სპორტსმენები, უშიშრად დაძლიონ თოვლიანი წინააღმდეგობები“, - აღნიშნავენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გუნდში.

„საქართველოს ბანკის“ გუნდში კი ამბობენ, რომ მათი მიზანია ახალბედა და უკვე გამოცდილ სპორტსმენებს ხელი შეუწყონ.

„საქართველოს ბანკი“ ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია. ჩვენ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალბედა და უკვე გამოცდილ სპორტსმენებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ჰიმნი და მასკოტი იქნება ერთგვარი მოტივაცია როგორც სპორტსმენებისთვის, არ გაჩერდნენ და ამასთანავე, გულშემატკივრებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე