არჩილ თალაკვაძე - ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც სალომე ზურაბიშვილისგან პატრიარქის მისამართით მოვისმინეთ, ახსნა-განმარტებაც არ უშველის

მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში, ამისთვის თუ კათოლიკოს-პატრიარქმა დაიმსახურა ის სიტყვები და შეფასება, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, მაშინ მაჩვენეთ ადამიანი, ვინც ამ შეფასებას ეთანხმება. ჩვენ და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება ამ შეფასებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ, ახსნა - განმარტებაც არ უშველის.

„არასამართლიანი, მიუღებელი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ასეთი შეფასება და ასეთი განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ადამიანის მიმართ, რომელმაც ათწლეულები იღვაწა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ძლიერი ეკლესია, ჰქონოდა ის ღირებულებები, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა. რწმენა არის ის საკითხი, რომელიც ჩვენი, განსაკუთრებით, მცირე ერის განვითარების და მისი ისტორიის ქვაკუთხედია. ამ საკითხს წლების განმავლობაში პირუთვნელად ემსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. როცა ასეთ შეფასებას ვისმენთ, ეს არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია. ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ, ახსნა - განმარტებაც არ უშველის. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, კათოლიკოს - პატრიარქის მეთაურობით, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ადგილს მსოფლიო ცივილიზაციაში, რომ საქართველოს ჰქონოდა ღირსეული აწმყო და მომავალი. ამისთვის თუ კათოლიკოს-პატრიარქმა დაიმსახურა ის სიტყვები და შეფასება, რაც მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მაშინ მაჩვენეთ ადამიანი, ვინც ამ შეფასებას ეთანხმება. ჩვენ და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ამ შეფასებას, ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეკლესიასთან დაკავშირებით Chatham House-ში, დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.

პრეზიდენტის თქმით, პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის გზა მტკიცედ შეინარჩუნა.

„ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია მიყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს.

ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება