საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის - ჩვენ არ გავგზავნით ჯარს

საფრანგეთი არ გაგზავნის თავის ჯარს უკრაინაში საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობის მისაღებად, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ France Inter-ის ეთერში განაცხადა.

„ფრანგები არ დაიღუპებიან უკრაინისთვის. ჩვენ არ გავგზავნით ჯარს“, - აღნიშნა სეჟურნემ.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, „დამკვიდრებულია მკაფიო ჩარჩო: დავამარცხოთ რუსეთი მის წინააღმდეგ ომის გარეშე და ამ კონტექსტში გამორიცხული არაფერია“.

შეგახსენებთ, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა.

მაკრონის ამ განცხადების შემდეგ, ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუშინაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ მისი განცხადებები “გამოზომილი და გააზრებული” იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე