მამუკა მდინარაძე - ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა,  კოალიციაზე ლაპარაკობს - ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს

ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა, კოალიციაზე ლაპარაკობს - ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა თეოროულად კოალიციაზეა საუბარი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება.

სალომე ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა პატრიარქზე თავდასხმით, ის ლაპარაკობს კოალიციაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კოალიციაზე თეორიულად იქნება საუბარი, იქ დომინანტი არის „ნაცმოძრაობა“, ესე იგი სიტყვა კოალიცია სადაც იქნება ნახსენები, ეს ნიშნავს "ნაცმოძრაობის" დაბრუნების სურვილს. თუმცა, კოალიცია მაინც არ გამოვა, რაც არ უნდა დააჯამო მათი პროცენტები,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, მდინარაძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე თავდასმხაც კი იკადრა ბოლო პერიოდში, ამიტომ არ შეიძლება ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამასთან დაკავშირებით."

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება