გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დაბა თიანეთში ლაშარის, ცხრაკარას, ქუმსიაშვილის, 26 მაისის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ხაშურის, ჟებოტის, მარშალ გელოვანის, თეთრახევის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენეტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ქვემო არტანი, დულუზაურები, ლიშო, სხლოვანი, ჭიაურა, ღორღა, ქუშხევი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3 მარტს 03:00-დან 06:00 საათამდე დენის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, ნურადინ ფრიდონის და მიმდებარე ქუჩებზე, ზემოუბანში, ჩალიპირებში, დიდ დიღომში.

ამასთან, 4 მარტს 10:00-დან 11:30 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს ზაჰესში ავჭალის, ენერგეტიკების, შალვა აფხაიძის, მშვიდობის, კასკადის, ანდრონიკაშვილის ქუჩებზე; 11:40-დან 13:30 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ანდრონიკაშვილის, სვიმონ შოთაძის, ავჭალის ქუჩებზე; 13:40-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში ენერგეტიკების, შალვა აფხაიძის, მშვიდობის, შოთაძის ქუჩებზე; 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში ბესიკ ბელთაძის, აფხაიძის, მშვიდობის ქუჩებზე; ხოლო 17:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტს ზაჰესში მშვიდობის ქუჩაზე.

ასევე, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალშენი, ჭილურტი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ბურღულები, წიწამურა, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მრაიონის სოფლებში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის