საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის წამყვანი მაუწყებლის Rai -ს, TV Seria A-ს და გამოცემა Il Sole 24 Ore -ის წარმომადგენლებს მასპინძლობს - გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე „ფრირაიდის“ მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს, სიუჟეტებსა და სტატიებს ამზადებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, იტალიელი ჟურნალისტები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ დაესწრებიან.

„საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა ვიცოდი, თუმცა ეს ქვეყანა ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენით გავიცანი. ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა, მე თვითონ ნეაპოლიდან ვარ და კვარაცხელიას გამო გადავწყვიტე უკეთ გამეცნო საქართველო, რომელიც ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. მე საქართველოს გავაცნობ იტალიელებს, ამ ქვეყნის ტურისტულ ადგილებს, ზამთრის კურორტებსა და კულტურას“, - ამბობს გამოცემა Il Sole 24 Ore -ის ჟურნალისტი მარკო ბელინაციო.

ტურის მონაწილეების თქმით კი, სვანეთში გამორჩეული სათხილამურო ტრასებია.

„საქართველოში უკვე მეოთხედ ვარ, ახლა სვანეთში ვარ და ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იტალიაში ძალიან ბევრი სათხილამურო კურორტი და ადგილია, მაგრამ სვანეთში გამორჩეული, პროფესიონალური და ძალიან მოსახერხებელი სათხილამურო ტრასებია. დიდი სიამოვნებით ბევრჯერ ჩამოვიდოდი საქართველოში“, -აცხადებს ტურის მონაწილე ალესანდრო ალკატო.

„აქ ჩამოვედი, რომ ვუთხრა იტალიელებს თუ როგორი ლამაზია საქართველო. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეები მაქვს, მოვხვდი სვანეთში, ულამაზეს კუთხეში, სადაც საოცარი სათხილამურო ადგილები და ფანტასტიკური მთებია, აქ ნამდვილი ბუნებაა. ვისაც თხილამურები უყვარს მათ ვეტყვი, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვიონ“, - აცხადებს ტურის მონაწილე მიქელო პერელოტი.

პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იტალიასა და ევროპის ქვეყნებში. Rai -ს 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს და 174 ქვეყანაში მაუწყებლობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში