ნინო ლაცაბიძე - საკრებულოს თავმჯდომარე, შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი და მერის მოადგილე, იმ დროს რომ რისკები სწორად შეფასებულიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა

ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი შეროზია გახარიას პარტიიდან, რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელმძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით, იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

რუსთავის მერი ბოლო სამი დღის განმავლობაში ქალაქში წყალმომარაგების მხრივ არსებულ პრობლემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ორი წელია, „ჯივიპი“- სთან, სემეკის ჩართულობით დაწყებულია უმნიშვნელოვანესი პროცესი იმისთვის, რომ გამოწვევა, რაც ქალაქს ისტორიულად აქვს, ერთხელ და სამუდამოდ იქნეს დაძლეული.

„პოლიტიკურად, ეს სამი დღე ძალიან დიდი ნეგატივი მოდის და მე ამ ნეგატივს ვიღებ ჩემს თავზე იმის მიუხედავად, რომ ეს კომპანია არ არის მუნიციპალური, სახელმწიფო. ეს ადამიანები, მათ შორის გახარიას პარტიიდან, რომლის თავმჯდომარეც დღეს საკრებულოში დაწერილ ტექსტსაც ვერ კითხულობს ნორმალურად, ეს ადამიანი რამდენიმე წელი იყო წყლის კომპანიის ხელძღვანელი რუსთავში, იყო რუსთავის მერის მოადგილე ინფრასრტუქტურის მიმართულებით და იმ დროს რომ მათი ჩართულობა და რისკების სწორი შეფასება ყოფილიყო, დღეს რუსთავი ამ შედეგამდე არ მივიდოდა, რა შედეგამდეც მივედით. ჩვენც შეგვიძლია გადავაგოროთ, როგორც ისინი აგორებდნენ ამ პრობლემას წლიდან წლამდე, გათხრიდნენ, რაღაცას შეადუღებდნენ და ისევ მიწას მიაყრიდნენ, მაგრამ ვხედავთ რისკებს, რომ დღეს ეს სამუშაოები რომ არ ჩაატაროს „ჯივიპი“- მ, რომელშიც ძალიან დიდი დამსახურება აქვს სემეკს და რუსთავის მერიის გუნდს, ჩვენი ქალაქი რამდენიმე წელში კიდევ უფრო მეტი კატასტროფის წინაშე დადფება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, რაც ქალაქი დაარსდა, მას შემდეგ არ გამოცვლილა სისტემა.

„წლიდან წლამდე, მათ შორის ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა შეროზიამ, რომელიც ამ ორ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა და კარგად იცოდა და იცის, რა რისკები ელოდა ქალაქს, დღემდე მოიყვანა სწორედ წყალმომარაგება ამ პროცესამდე. ორი წელია სემეკთან ერთად ვაიძულეთ კომპანია, რომ რუსთავს ღირსეული ცხოვრების საშუალება მოგვცეს. ჩვენ ვაკეთებთ ახალ სკვერებს, ახალ ბიბლიოთეკებს, ახალ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებს და აბსოლუტურად ყველაფერი აზრს კარგავს, როდესაც ქალაქში არ არის წყალი. თუმცა, ეს სამი დღის გათიშვა არ იყო დაუდევრობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ დავაწყებინეთ იმგვარი პროექტები, რომელიც ეტაპოვრივად გამოიყვანს ქალაქს ამ რთული სიტუაციიდან. გუშინ ხრამის სათავე ნაგებობიდან, (ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი, რითიც მოგვეწოდება წყალმომარაგება), დასრულდა მნიშვნელოვანი პროექტი, 2200 მეტრზე ჩაიდო ახალი მილი და ამ ახალ სისტემაზე გადაერთებისთვის იყო საჭირო ეს სამი დღე, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული სამუშაოები იყო. არ ვისაუბრებდი ამას, რომ არ ვიყო ჩართული, ორი ღამის განმავლობაში ადგილზე ვეცნობოდი იმ სამუშაოებს, რომელიც ტარდებოდა. ეს არის უპრეცედენტო პროექტი რუსთავის ისტორიაში და ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება დღეს კიდევ სოციალურ ქსელში, რაღაც გაურკვეველ არხებზე იღლიცინონ იმაზე, რაც მათი დანაშაულით დღემდე მოვიდა“ , - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ “იმედის“ ეთერში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს