ლევან ხაბეიშვილი - ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

სამეგრელოში, რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად ადგილობრივებმა გია ხარჩილავა აირჩიეს. ადამიანი, რომელსაც გამარჯვების გამოცდილება აქვს. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მეტი სარგებელი ჰქონდეს ხალხს, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ასობით ადამიანმა საჯაროდ მოაწერა ხელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

„სამეგრელოში, რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელად ადგილობრივებმა გია ხარჩილავა აირჩიეს. ადამიანი, რომელსაც გამარჯვების გამოცდილება აქვს. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნები, როგორც შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მეტი სარგებელი ჰქონდეს ხალხს, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს.

შესაბამისად, ამავე ღონისძიებაზე დღეს ნახეთ, რომ ასობით ჩვენმა თანამოქალაქემ ადგილზე საჯაროდ მოაწერა ხელი პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ასეთი ხელმოწერა ამ დროისთვის უკვე ასი ათასამდე არის შეგროვებული. უახლოეს პერიოდში, ამ ხელმოწერებით მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, რომ მას ეყოს გამბედაობა და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი იმისთვის, რომ არჩევნები მინიმალურად სამართლიან პირობებში ჩატარდეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება