აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „თავისუფლების ფარი“ - დაიწყეს, რომლის მიზანი ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა, - ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

11-დღიანი მანევრები მოიცავს სამხედრო მომზადებას კომპიუტერულ სიმულაციებში და ასევე საველე წვრთნებს. წლევანდელი წვრთნების მთავარი ელემენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლო ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის შემუშავებაა. სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მანევრები ფხენიანის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის, დასავლეთ საზღვაო საზღვართან საარტილერიო სროლისა და რაკეტების გაშვების ფონზე დაიწყო.

წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა