მიხეილ სარჯველაძე - კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს

კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა, რომ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, ბარიერის გადალახვის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს და ეს არ არის მარტივი პროცესი.

„ერთი რამ კანონზომიერებასავით თვალსაჩინოა - ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ ბარიერის გადალახვის. პრაქტიკულად უკლებლივ ყველას, "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით, რომელსაც აქვს პრობლემა იმ გაცუდებული რეპუტაციის გამო, რომელიც, მათ შორს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დაემართათ. იმავდროულად ეს მსხვრევის პროცესი, რომელიც თანმდევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ამ პარტიას. რაც შეეხება გაერთიანებას - ამას აქვს სერიოზული წინააღმდეგობები და ეს არ არის მარტივი პროცესი.

როდესაც მიდგება საქმე კონკრეტული სიების შედგენაზე, რა თქმა უნდა, პრობლემურია. მეორე პრობლემური საკითხი, რაც არის ამ გაერთიანების ხელისშემშლელი, შეიძლება იყოს იდეოლოგიური პოზიციების საერთოდ არარსებობა. მთავარი - აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უზარმაზარი ნეგატიური ფაქტორია იყო "ნაცმოძრაობა", ან იყო "ნაცმოძრაობის" ნამსხვრევი. არ არის მარტივი, იმიტომ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა მოჰყვება იმას, რაც არის "ნაციონალობა" ან ყოფილი "ნაციონალობა", - განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე