კახა კალაძე - მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს კეზერაშვილი, თაღლითური ხერხებით რომ მოქმედებდა და ძარცვავდა პენსიონერებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, დედაქალაქის მერმა კითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, სენატორებმა და კონგრესმენებმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებულ ლობისტებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

მისი განცხადებით, აღნიშნული უარი განაპირობა კეზერაშვილის თაღლითურმა საქმიანობამ, რაც პენსიონერების ძარცვის ფაქტებს გულისხმობდა.

„ცხადია, შეხვედრა რატომ არ ისურვეს. ტელეკომპანია „ფორმულა“ ვისია? დავით კეზერაშვილის. რით იყო დაკავებული კეზერაშვილი და რა რეპუტაცია აქვს მას, ყველამ ვიცით. ისიც ვიცით ბოლო წლების განმავლობაში რას აკეთებდა, როგორი თაღლითური ხერხებით მოქმედებდა, მხედველობაში მაქვს პენსიონერების ძარცვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება