ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინიციატივა ე.წ. მიტოვებულ პარტიებს შეეხება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ინიციატივა ე.წ. მიტოვებულ პარტიებს შეეხება.

საუბარია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, თუკი პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.

როგორც ოხანაშვილი განმარტავს, ხალხს აქვს პარტია, რომელიც მიტოვებულია და მას ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ აუქმებენ. მისივე თქმით, იმაზე საუბარი, რომ აღნიშნული ცვლილებებით პარტიებს შეზღუდვები უწესდება, ნონსენსი და სპეკულაციაა.

“ჩვენ ამას მიტოვებული პარტიების გაუქმების საკითხი დავარქვით - ეს არის მიტოვებული პარტიების გაუქმების ცვლილება.

მოგეხსენებათ, რომ პარტიამ ყოველ წელს საფინანსო დეკლარაცია უნდა წარადგინოს. არიან პარტიები, რომლებიც არა თუ საფინანსო დეკლარაციას წარადგენს, არამედ საერთოდ მიატოვეს - იდეაში უნდათ, რომ ეს პარტია რეგისტრაციაში აღარ ჰქონდეთ, გაუქმდეს, მაგრამ კანონში არის ბიუროკრატიული ჩანაწერები და პროცედურები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ პირმა პარტია მიატოვა, არც ბიუროკრატიული მექანიზმების განხორციელება არ შეუძლია და ზედიზედ ორი წელი ფინანსურ დეკლარაციას არ წარადგენს, მაშინ ასეთი პარტია გაუქმებულად ჩაითვლება.

ფინანსური დეკლარაციის ფორმალური წარდგენაც შექმნის იმის საფუძველს, რომ პარტია დარჩეს“, - განმარტავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება