ინალ არძინბა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია - ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს

მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს.

არძინბას თქმით, ამის მიუხედავად, კითხვებს იწვევს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რატომ ამბობს საქართველო ამერიკელების მხარდაჭერით უარს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

„ჩვენ, აფხაზები, საკუთარ თავს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ საქართველოს საქართველოს ომი სურს? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გაჩაღება? ჩვენ გვესმის, ასე თუ ისე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გაჩაღებას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონიერია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის თავად საქართველოს. იმიტომ, რომ დღეს, კანონმდებლობის მიხედვით, აგრესია აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, - ციტირებს მედია არძინბას.

მან სოხუმსა და მინსკს შორის კონტაქტებზეც ისაუბრა და ბელარუსთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების იმედი გამოთქვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ