სერგო ჩიხლაძე - ერთად ჩვენ დავასრულებთ ჭაობს, რომელიც საქართველოში ივანიშვილმა მოიტანა

ერთად ჩვენ დავასრულებთ ჭაობს, რომელიც საქართველოში ივანიშვილმა მოიტანა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ „გამარჯვების კოალიციის“ ეკონომიკურ ხედვის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც 2024 წლის არჩევნებმა უნდა შეცვალოს.

„როგორი უსამართლობაა, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკიდურეს სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბინის ქირა საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ასობით ათასი ადამიანი გარბის ქვეყნიდან იმიტომ, რომ ვერ აუდიან აქაურ ფასებს, რომ შვილები გამოკვებონ. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ყოველ მესამე ბავშვს სკოლაში შია, მშობლები ვერ აჭმევენ და ქვეყნიდან გარბიან. როგორი უსამართლობაა, როდესაც წინსვლის ნაცვლად, ვხედავთ, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფა გვაქვს, როდესაც შობადობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა. ამ დროს გამოდის პრემიერ-მინისტრი და ეს ყველაფერი სამართლიანიაო. დოვლათი, ფინანსები, ყველაფერი სამართლიანად არის განაწილებულიო. ვეკითხებით ბატონ პრემიერ-მინისტრს და პირველ რიგში, ივანიშვილს-სამართლიანია, როდესაც დედები ბავშვებს ვერ აჭმევენ საჭმელს? სამართლიანია, როდესაც ასი ათასი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან მარტო გასულ წელს? სამართლიანია, როდესაც ელემენტარულ პურის ფულს ვერ იხდის ადამიანი? სამართლიანია, როდესაც მხოლოდ ივანიშვილი, ღარიბაშვილი მდიდრდება და ჩვენ ყველანი ვღარიბდებით? პერსპექტივა იკარგება. ჩვენი ცხოვრებიდან 11 წელი დაიკარგა, მაგრამ, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 2024 წლის ოქტომბერში ეს ყველაფერი დასრულდება. ერთად ჩვენ დავასრულებთ იმ ჭაობს, რომელიც საქართველოში ივანიშვილმა მოიტანა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება