ღეროვანი უჯრედების მნიშვნელობა და თანამედროვე მედიცინის მიღწევები

ღეროვანი უჯრედების მნიშვნელობა და თანამედროვე მედიცინის მიღწევები - ამ თემაზე თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე თურქეთის წამყვანი კლინიკის, Liv Hospital-ის რეგენერაციული მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ერდალ ქარაოზმა საკუთარი გამოცდილება ქართველ ექიმებს გაუზიარა.

კონფერენციაზე ღეროვანუჯრედებსა და გენეტიკურ მკურნალობას მედიცინის მომავალი უწოდეს. ასევე აღნიშნა, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკურნალობის გამოყენება თეორიულად შესაძლებელია ყველა პაციენტთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სტანდარტული მკურნალობის მეთოდი არ ამართლებს.

„ღეროვან უჯრედებს 10 წლის წინ თურქეთშიც ვერ აღიქვამდნენ დადებითად, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, განსაკუთრებით კოვიდის პერიოდის შემდეგ, როდესაც მკურნალობის ამ მეთოდით ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით, დამოკიდებულება შეიცვალა და დღეს ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკურნალობის მიმართ მთელს მსოფლიოში დადებითად არიან განწყობილნი“, - განაცხადა ერდალ ქარაოზმა.

ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დროს მთავარია პაციენტის სწორად შერჩევა და რამდენიმე გარემოების გათვალისწინება, მათ შორისაა, პაციენტის ასაკი, დაავადების დაწყების პერიოდი და გავრცელების ხარისხი.

ორთოპედიული დაავადებების მქონე პაციენტებთან, ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შემთხვევაში, მეთოდი ასეთია: პაციენტიდან აღებული ცხიმოვანი ქსოვილიდან GMP სტანდარტების მქონე საერთაშორისო ლაბორატორიაში მზადდება ღეროვან უჯრედები და ხდება მათი მუხლსა და სახსრებზე ტრანსპლანტაცია. როგორც პროფესორმა განმარტა, ბოლო პერიოდში, ღეროვანი უჯრედების დამზადება ხდება ახალშობილის ჭიპლარიდან, რადგან ახალშობილის ქსოვილი ყველაზე სუფთაა და იმუნოლოგიური ან სხვა სახის დაზიანება არ აღინიშნება, შესაბამისად, მეთოდს არ მოსდევს უარყოფითი შედეგი.

ქართველ მედიკოსებს კონფერენციაზე შესაძლებლობა ჰქონდათ Liv Hospital-ის რეგენერაციული მედიცინისა და ღეროვანი უჯრედების კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული ტრანსპლანტაციის შესახებ კონკრეტულ მაგალითებსა და შედეგებს გაცნობოდნენ. კონფერნეცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

პროფესორ ერდალ ქარაოზს თურქეთის წამყვან კლინიკებში მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს, ის ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მკურნალობის სფეროში არაერთი კვლევისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.პროფესორი ამბობს, რომ ცოდნა უნივერსალურია და მაშინ არის კარგი როდესაც სხვა უზიარებ. „მე ვუზიარებ კოლეგებს ჩემს გამოცდილებას და მათგანაც ვისმენ რჩევებს, ეს ერთგვარი სამეცნიერო მუშაობაა“.

Liv Hospital-ი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია, რომელიც აერთიანებს უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკებს. Liv Hospital-ს საკუთარი ოფისი უკვე აქვს თბილისში, კლინიკები ასევე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ