გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილსელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს 10:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, მაგრანეთი, ნაქალაქარი, დორეულები, ორხევი, საჯინიბო, ვეძათხევი და მიმდებარე სოფლებში

„10:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ფიჭვიანი, ომარაულები, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ სტეფანწმინდაში; 14:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში აბანოსხევი, ჭოპორტი, ბულაჩაური, წითელსოფელი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია