ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება სხვა არაფერია თუ არა სასამართლო სისტემის წმენდა - ასეთი რეკომენდაცია ვენეციის კომისიას არ გაუცია

მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება სხვა არაფერია თუ არა სასამართლო სისტემის წმენდა, რაც ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ასეთი რეკომენდაცია არ გაუცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას არც ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა არ მოუთხოვია და მხოლოდ ამ საკითხის განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობაზეა საუბარი.

„რა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ისეთი კონტექსტია, რომელიც მოსამართლეებში კეთილსინდისიერების შემოწმებას საჭიროებს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სინამდვილეში კეთილსინდისიერების შემოწმება სხვა არაფერია თუ არა სასამართლო სისტემის წმენდა, რაც ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ასეთი რეკომენდაცია არ გაუცია. ვენეციის კომისიას არ გაუცია რეკომენდაცია, რომ ჩაატარეთ სასამართლოს წმენდა და ჩაატარეთ „ვეტინგი“. ასეთი რამ არ უთქვამს. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ არსებობდა ასეთი მოსაზრება სხვადასხვა სუბიექტებთან შეხვედრის დროს, ოპოზიციას აქვს გამოხატული პოზიცია, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს, ამ ხალხს აქვს პოლიტიკური ინტერესები. „ვეტინგის“ კონტექსტში საუბრის დროს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საუბარია იმაზე, რომ ეს საკითხი შესაძლებელია იქნას განხილული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და გახდეს მსჯელობის საგანი. ამ ჩანაწერსა და იმ ჩანაწერს შორის, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა, რომ „ვეტინგის“ პროცესი წარმართეთო, არის რადიკალურიო განსხვავება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება