საქაერონავიგაცია - ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა - მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას

ტექნიკური ხარვეზის გამო, ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაერონავიგაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას.

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო ათენი-ქუთაისის რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

შესაბამისი სამსახურების მიერ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ოპერატიულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი და ქუთაისის აეროპორტი დაუბრუნდეს ჩვეულ ოპერირებას“, - ნათქვამია საქაერონავიგაციის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია