„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს გზავნილის მორიგ აქციას სთავაზობს

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქცია შესთავაზა. ბანკის ცნობით, აქციის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, ყოველი მეოციათასე მომხმარებელი, რომელიც გზავნილს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მიიღებს, ანგარიშზე განაღდებული თანხის ოდენობას გაიორმაგებს (არაუმეტეს 3000 ლარი).

„აღსანიშნავია, რომ აქციაში მონაწილეობა და თანხის გაორმაგება შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც თანხას „საქართველოს ბანკის“ საკუთარ ანგარიშზე გზავნილის სახით შეიტანენ.

აქცია ვრცელდება „ვესტერნ იუნიონის“, „მანიგრამის“, „რიკოგრამის“, „ინტელექსპრესის“ და „რიას“ გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე. აქცია ძალაშია 2024 წლის 4 მარტიდან 2024 წლის 2 ივნისის ჩათვლით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკისთვის“ მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს, ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მათ საჭიროებზე მორგებული შეთავაზებები და წამახალისებელი აქციები შევთავაზოთ. ამჯერად, ჩვენს მომხმარებლებს გზავნილის აქციას ვთავაზობთ, რომელიც ფარგლებშიც, ყოველი მეოციათასე მომხმარებელი გზავნილის ციფრული არხებით განაღდებისას ამ თანხის გაორმაგებულ რაოდენობას მიიღებს. აღნიშნული აქციით სარგებლობა ყველას შეუძლია, თანხის მიღების უფრო დიდი შანსი კი აქვთ მათ, ვინც გზავნილის სხვადასხვა სისტემით ხშირად სარგებლობენ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია