ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე - არავითარი დაპირისპირება არ არსებობს - მინიმალური მოცულობით ხორციელდება საკადრო ცვლილებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჯანსაღი ურთიერთობებია გუნდის შიგნით

[ირაკლი ღარიბაშვილსა და ჩემ შორის] არავითარი დაპირისპირება არ არსებობს! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მასა და ყოფილ პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს შორის შესაძლო დაპირისპირებას შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკადრო გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღებოდა და დღესაც ის მინიმალური მოცულობით ხორციელდება.

„რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილების, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება გუნდის წინაშე და განსაკუთრებული უნარი სწორი რჩევა მისცეს ადამიანებს. ჩვენ სხვადასხვა საკითხზე გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო და აქ დეტალებზე სწორი არაა საუბარი, თორემ დასამალი არაფერია. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი და ვაპირებთ ამ გუნდით მუშაობის გაგრძელებას.

[ირაკლი ღარიბაშვილსა და ჩემ შორის] არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, იცით, რომ, თავის დროზე, მთავრობაში, უფრო დაბალ დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, მიიღებოდა, პირველ რიგში, პრემიერის მიერ. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ხედავთ, რომ მინიმალური მოცულობით ხორციელდება საკადრო ცვლილებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი ურთიერთობებია გუნდის შიგნით. ერთადერთი სადაც დაპირისპირება, დაქსაქსულობაა, ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება