გიორგი კირთაძე - ნიკა მელიას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება - ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან

ნიკა მელიას პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას პარტია ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლებს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, უახლოეს დღეებში მეტი სიცხადე იქნება. ვიასპარეზებთ ნომერი 4-ით. იცით, რომ ნიკა მელია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომელსაც ჰქონდა ნომერი და არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, გადაწყდა რომ ჩვენი ნომერი იქნება - 4.

ვინ იქნება ამ ნომრის ქვეშ გაერთიანებული და რა სახელით იქნება ცნობილი, უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება. ყველა პროდასავლურ პარტიასთან გვექნება თანამშრომლობა, სხვანაირად ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლა შეუძლებელი იქნება”, - აცხადებს გიორგი კირთაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება