მარია ზახაროვა - თუ ბერლინში რუს კორესპონდენტებს შეეხებიან, მაშინ გერმანელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ

თუ ბერლინში რუს კორესპონდენტებს შეეხებიან, მაშინ გერმანელ ჟურნალისტებს რუსეთის დატოვება მოუწევთ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მინდა პირდაპირ ვთქვა, ბერლინში ამის შესახებ დიპლომატიური არხებით უკვე იციან - თუ ისინი რუს კორესპონდენტებს შეეხებიან და თავიანთ ჩანაფიქრს ბოლომდე მიიყვანენ, მაშინ გერმანელი ჟურნალისტები რუსეთს დატოვებენ“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ რუსი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი დაიბარეს, სადაც მას განუცხადეს, რომ რუსი ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების მცდელობები მიუღებელია და მსგავსი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია