მამუკა მდინარაძე - ხაზარაძე ბოდიალობს, ჩარჩენილია 37-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაში და უნდა, ივანიშვილი პროკურორს გადაასახლებინოს - მაშინ ციმბირში ასახლებდნენ, ამან მოსკოვში გადასახლება დააანონსა

მამუკა ხაზარაძე ბოდიალობს, ის ჩარჩენილია 1937-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაში და უნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროკურორს გადაასახლებინოს - ეს ოდნავ ჰუმანურია, რადგან მაშინ ციმბირში ასახლებდნენ და ამან მოსკოვში გადასახლება დააანონსა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერი ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში.

„ვინმემ გაიგეთ პროკურორი რა შუაშია? - მე გავიგე. ჩარჩენილია თავის კომკავშირულ აქტივიზმში, თავის დროზე სადაც იყო და ჰქონია, რომ პროკურორი ასახლებს ადამიანებს და ეს დააანონსა მან. კომუნისტების პერიოდშიც კი რომ აღარ იყო გადასახლება პროკურორის მიერ სასჯელისა და სანქციის სახე, იქ არის ჩარჩენილი. თავისი ღრმა ბავშვობის დროსაც კი აღარ იყო მგონი ეს სანქცია. 1937-იანი წლების კომუნისტური პარტიის მეთოდოლოგიაშია ჩარჩენილი და უნდა, რომ პროკურორს გადაასახლებინოს ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი ოდნავ ჰუმანურია 1937 წლის მიდგომასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაშინ ასახლებდნენ ციმბირში და ახლა ამან დააანონსა მოსკოვში გადასახლება. ეგ არის განსხვავება”, - განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია