„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამა სამართლის დარგებში, ადვოკატებისთვის სხვადასხვა სპეციალიზებული, სიღრმისეული სასწავლო კურსის ჩატარებას მოიცავს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ადვოკატს დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭება.

ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართულ სამართლის ინსტიტუტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც საქართველოში ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც „ადვოკატთა ასოციაციაში“ აღნიშნავენ, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამის მიზანია, ადვოკატთა კვალიფიკაციისა და იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიან დაცვა, რაც საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, „ „ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, დავით ასათიანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, მიუნხენის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ბერნდ შუნემანი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს