ელჩი შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ მიმართვაზე - რაიმეს ნაადრევად გამოქვეყნებას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი მხარეები - ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე

არ არსებობს დადგენილი პროცედურა და რაიმეს ადრეულ გამოქვეყნება შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი მხარეები, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს.

„მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესი მიაღწიოს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს ამ პროგრესს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დეკემბრის საბჭომდე ცოტა დროა, რადგან ზაფხულში კენჭისყრა გვექნება ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია. საქართველოს ექნება საკუთარი არჩევნები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა