გერმანიის ელჩი - მნიშვნელოვანია, შეიქმნას კომისია, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ნდობა, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას

არ მსურს დეტალებზე კომენტარის გაკეთება, ქართველებმა უნდა გამოძებნონ მათთვის დამაკმაყოფილებელი გამოსავალი, - ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

„ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ეს რეკომენდაციები, იმუშაოთ და შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას. ეს აშკარად ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს