ადვოკატთა ასოციაცია მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტთან და გერმანულ-ქართულ სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამას იწყებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ - დავით ასათიანმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში - ერნსტ პეტერ ფიშერმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ - მერაბ ტურავამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა - რატი ბრეგაძემ და მიუნხენის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა - ბერნდ შუნემანმა მიმართეს.

როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამა სამართლის დარგებში, ადვოკატებისთვის სხვადასხვა სპეციალიზებული, სიღრმისეული სასწავლო კურსის ჩატარებას მოიცავს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ადვოკატს დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭება.

„პროექტის დეტალები ღონისძიების მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ჭეხანმა გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართულ სამართლის ინსტიტუტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც საქართველოში ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის პროგრამის მიზანია ადვოკატთა კვალიფიკაციისა და იურიდიული სერვისების ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა ინტერესების ეფექტიან დაცვა, რაც საქართველოში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა