ეკატერინე გალდავამ IMF-ისა და სომხეთის ცენტრალური ბანკის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხეთის ქალაქ დილიჟანში გამართული სამდღიანი ფორუმი ცენტრალური ბანკის მმართველობას მიეძღვნა.

„ფორუმის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 2022 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის უსაფრთხოების მექანიზმის შეფასების პოლიტიკის მიმოხილვის კონტექსტში, სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ მხარი დაუჭირა ცენტრალური ბანკების უსაფრთხოების მექანიზმებისა და მმართველობის საკითხებში რეგიონული თემატიკის ჩართვის გაფართოებას.

ამ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ცენტრალური ბანკის საბჭოს როლი ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად, ბანკის სტრუქტურა და მუშაობის მეთოდები, ხარისხიანი მმართველობის საკვანძო ფაქტორები, მათ შორის აუდიტის კომიტეტი, საკანონმდებლო ჩარჩო და საბჭოს სამდივნოები.

ფორუმმა 20-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს მოუყარა თავი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია