ანა დოლიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ყველა ჭანჭიკს მოუჭიროს, ყველა ხვრელი ამოავსოს, საიდანაც შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციაში თავისუფლება შეძვრეს

„ქართულ ოცნებას“ ნაწილობრივ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე გადავყავართ - სინამდვილეში, სწორედ ელექტრონულ სისტემაში ჩარევის ხელოვნები აირან რუსები , - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ 2024 წლის არჩევნებზე და საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკრუი სივრცე“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, „ყველა ჭანჭიკს მოუჭიროს, ყველა ხვრელი ამოავსოს, საიდანაც შეიძლება საარჩევნო ადმინისტრაციაში რამე თავისუფლება შეძვრეს“.

„საარჩევნოდ ბევრი საფრთხე გველის. ყველაზე რეალური საფრთხე, სინამდვილეში, რუსეთის ჩარევაა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ნაწილობრივ გადავყავართ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე. ხმის დამცავი მანქანები ელექტრონული იქნება, სინამდვილეში, სწორედ ელექტრონულ სისტემაში ჩარევის ხელოვნები აირან რუსები. საქართველოში კი არა ნატო-ს დონეზეა დაყენებული ეს საკითხი, მანამდე აშშ-ის არჩევნებში რომ ჩაერივნენ, სწორედ დათვლის მექანიზმით, ეს დადასტურებულია. მგონი, მთავარი საფრთხე არის ეს და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ - რას ვუპირისპირებ, როგორ ვცნობთ ამ ყველაფერს... რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემის მონოპოლიზების მცდელობაც იქნება“, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ ნდობა ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა მოიპოვა იმით, რომ მისი ოჯახი დაკავშირებულია „ქართუსთან“.

„მას შემდეგ, რაც საგამოძიებო სიუჟეტები გავიდა, მივხვდი რატომ არის გიორგი კალანდარიშვილზე ასეთი აქცენტი, ის ჯდება დექართუიზაციის ჩვენ ინიციატივაში, რადგან მისი ოჯახი, მისი მეუღლე დაკავშირებულია „ქართუსთან“ , როგორც ჩანს, კალანდარიშვილმა სანდოობა ამის მეშვეობით მოიპოვა .

მაგრამ ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან აქეთ იქნება ისეთი განწყობა, დამოკიდებულება, ენთუზიაზმი , რომ ამას ვერავითარი მშიშარა „ჩინოვნიკი“ ვერ გააჩერებს“,- განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძემ საარჩევნოდ საკუთარი პარტიის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას გამორიცხავს.

„2 მარტს ჩავატარეთ ყრილობა და რიგი იყო პარტიის რეგისტრაციის მაგიდებთან. ამით მე დავინახე, რომ არის ენთუზიაზმი. პარტია არის მზარდი,პარტიას უნდა იდენტობის შენარჩუნება და ჩვენ ვართ განწყობილი, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ, რაღაც ფორმით. ამიტომ, არჩევნებამდე გაერთიანებას გამოვრიცხავ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში