რამაზ ნიკოლაიშვილმა  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის წევრმა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ასამბლეის კულტურის განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის განხილვის მთავარი თემა „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის" იყო.

„სხდომის ფარგლებში კომიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციისა და მოხსნების პროექტები განიხილა, რომელთაც მიმდინარე წლის მაისში, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, გენერალური ასამბლეის სხდომაზე ოფიციალურად მიიღებენ“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს