გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ზაჰესში კასკადის, ყაზბეგის, ავჭალის, ცქიტიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ.

ინფორმაციის თანახმად, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, შეყლაშვილის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ.

„11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, ბახანი, თოთიაურნი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი