1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ცნობით< ამ მიზნით, 1-ელი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია და მოქმედებს დროებითი მუნიციპალური პავილიონები.

„უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ აღნიშნულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები.

პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

  • წერეთლის გამზირი #118 (გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ)
  • წერეთლის გამზირი #12ა-ს მიმდებარედ
  • წერეთლის გამზირი #116
  • წერეთლის გამზირი #76
  • წერეთლის გამზირი #48
  • წერეთლის გამზირის #140 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ)
  • წყალტუბოს ქუჩა #10

აღნიშნული პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 9:00-დან 18:00 საათამდე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს