ომბუდსმენი ლგბტ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე - წინასწარ შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ ცალსახაა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

იოსელიანი აცხადებს, რომ დეტალების შეფასებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ შეძლებს.

„წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი.

ინფორმაციისთვის, უმრავლესობა ლგბტქ თემთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის წარდგენასაც პარლამენტში 2 კვირის ვადაში გეგმავს. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, კანონპროექტი „ფსევდოლიბერალური ღირებულებებისგან“ და „ლგბტ პროპაგანდისგან“ საზოგადოების დაცვას ემსახურება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს