ამირან გამყრელიძე - მონაცემების, ანალიზისა და მონიტორინგის გარეშე განვითარება სწორი არ იქნება - სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აღარ ქვეყნდება NCDC-ის გვერდზე - ვწუხვარ, ყველაფერ ამაზე, გული მტკივა

მონაცემების, ანალიზისა და მონიტორინგის გარეშე განვითარება სწორი არ იქნება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აღარ ქვეყნდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე. ვწუხვარ, ყველაფერ ამაზე, გული მტკივა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დატოვა მას შეჰპირდნენ, რომ ძალიან მალე შეირჩეოდა ცენტრის დირექტორი, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

„ძალიან მწყდება გული...გახსოვთ, 10 წელი ვიყავი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და ძალიან გამჭვირვალენი ვიყავით, ყოველდღიურად ვესაუბრებოდით მოსახლეობას, რაც პრევენციული მედიცინის მთავარი ინსტრუმენტია. ყოველწლიური მოხსენება გამოდიოდა საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის სტატისტიკის შესახებ, ასევე მონაცემები ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობის, კარდიო-ვასკულარული ავადობის, კიბოს რეგისტრის მონაცემები, ახალი სამეცნიერო კვლევების შედეგები, მიღწევები ჰეპატიტების ელიმინაციაში (ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი), კოვიდისა და რესპირაციული დაავადებების ყოველკვირეული მონაცემები და სხვა მრავალი, მოსახლეობის ჯანმრთელობის პულსზე გვეჭირა ხელი. ვერ იქნება სწორი მონაცემების, მათი ანალიზისა და მონიტორინგის გარეშე განვითარება. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი აღარ ქვეყნდება. ვწუხვარ, ყველაფერ ამაზე, გული მტკივა. როდესაც ცენტრიდან მოვდიოდი შეპირება იყო რომ ახალი დირექტორი სწრაფად შეირჩეოდა. უკვე თითქმის ორი წელი გახდება ზაფხულში, რაც ქალბატონი თამარ გაბუნია ასრულებს მოვალეობას. იგი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე, განათლებული პიროვნებაა, მაგრამ რთულია ერთდროულად ორი პოზიციიდან (მინისტრის პირველი მოადგილე და ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) დარგების მართვა. ქვეყანაში ახალგაზრდა კადრები არიან, რომლებიც შეიძლება შეირჩენ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რათა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს განვითარების შემდგომი ეტაპი დაუდგეს.

21-ე საუკუნე არის და იქნება პრევენციულ მედიცინასა და გენომიკაზე (პერსონალიზებულ მედიცინაზე) დამყარებული საუკუნე და ამ ორივე მიმართულების ძალიან მძლავრი საფუძვლებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მათ მეტი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მხარდაჭერა სჭირდებათ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე