კახა კალაძის განცხადებით, ჭონქაძის N8-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული გამგეობისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამაგრების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ წელს საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდა, ასევე, ლითონის კუთხოვანებით შეივსო ფანჯრებისა და კარების ღიობები, ხოლო მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა, რის შედეგადაც აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს. აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს და პროექტის დასრულების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთაწმინდის რაიონის გამგეობას, მის თითოეულ თანამშრომელს, იმ კომპანიას, ვინც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიცი, რომ ქალაქში, მძიმე მდგომარეობაში არსებული ამგვარი ბევრი ძეგლი გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად მივუყვებით და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო, განახლების, მოწესრიგების სამუშაოებს ვახორციელებთ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია