შალვა პაპუაშვილი - ვისაც უნდა საცდელი ცხოველის რანგში ვიყოთ, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ კი ჩვენ გვესაუბრონ - საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია

ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ კი ჩვენ გვესაუბრონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთ ქვეყანაში არ იღებენ კონსენსუსებით გადაწყვეტილებას. ამასთან, დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის კარგია, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის.

„ყველა ინსტიტუტი, ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. არცერთ ქვეყანაში არ იღებენ. ევროკავშირს 27 წევრი ქვეყანა ჰყავს, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ რა განწყობაზე დადგებიან, საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებებს და შემდეგ ჩვენ მოგვიწოდონ. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. 2 წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა საკუთარ კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს, ვისაც უნდა გავაგრძელოთ და ვიყოთ საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია, ჯერ საკუთარ ქვეყანაში დაამკვიდრონ კონსენსუსები, შემდეგ ჩვენ გვესაუბრონ. არ ვართ, სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის, ეს ვერ გავიგე. ასევე, რაც არის კარგი საქართველოსთვის, რატომ უნდა იყოს ცუდი ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება