პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომელ პარტიებს შეეხება კანონში დაგეგმილი ცვლილება, რაც პარტიების გაუქმებას გულისხმობს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომელ პარტიებს შეეხება კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც პარტიების გაუქმებას გულისხმობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ეხება არა იმ პარტიებს, რომლებიც საქმიანობენ, არამედ პარტიებს, რომლებიც არ საქმიანობენ.

„ეს ეხება პარტიებს, რომელიც არის უმოქმედო და რეალურად ფურცელზე არსებობენ. ეს არის მათთვისაც შვება, პარტიებისთვის, რომლებიც არ არსებობენ. რეესტრი განიტვირთება მკვდარი, არარსებული პარტიებისგან და პარტიულ ლანდშაფტში უფრო მეტი სიცხადე იქნება. მსგავსი რეგულაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონშიც ჩავდეთ. იქაც იგივე სიტუაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ მარტივია იურიდიული პირების დაფუძნება, რეესტრი არის გადავსებული ისეთი იურიდიული პირებით, რომლებიც არ არსებობს, იქაც გვაქვს მსგავსი რეგულაცია. აქ კი საქმე არ ეხება პარტიებს, რომლებიც საქმიანობენ, ეს ეხება რეალურად ქაღალდზე არსებულ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური პარტიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საფინანსო დეკლარაციის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში წარუდგენლობა, შესაძლოა, პარტიის ლიკვიდაციის საფუძველი გახდეს. ამასთან დაკავშირებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, თუკი პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს. აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ კი, პარტიის ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება