ალეკო ელისაშვილი -  „ქართულ ოცნებას“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციური მოადგილე ყელში ეჩხირებოდა და ამიტომ გადაწყვიტა ხელის გადაწევის პრინციპით იმოქმედოს - განცდა მაქვს, ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევენ

რეალურად, „ქართულ ოცნებას” ყელში ეჩხირებოდა ოპოზიციური მოადგილე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისევ ხელის გადაწევის პრინციპით იმოქმედოს და ამ წინასაარჩევნოდ ასეთი საარჩევნო ცვლილებები შემოგვთავაზოს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს.

ელისაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა რომ აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო, სწორია, „მაგრამ განცდა მაქვს, რომ ამ ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევენ”.

„რეალურად, „ქართულ ოცნებას” ყელში ეჩხირებოდა ოპოზიციური მოადგილე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისევ ხელის გადაწევის პრინციპით იმოქმედოს და ამ წინასაარჩევნოდ ასეთი საარჩევნო ცვლილებები შემოგვთავაზოს. პრეზიდენტმა რომ ვეტო დაადო, სწორია, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ამ ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევენ. წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსში ასეთი ჩარევები. რატომ ახლა? ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის გვირჩევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობას ნუ ცვლით არჩევნების მოახლოებისასო, რომ მანამდე შეცვალეთ რაც შესაცვლელია, რომ სტაბილურობის და საიმედოობის განცდა იყოს. რომ მიახტნენ, ახლა გაახსენდათ? მიახტნენ და დაუწყეს „ჩხიკინი”, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო