ირაკლი ზარქუა - „ვეტოთი შემოქმედი“ დავარქვით სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ სხვა ფუნქცია არ აქვს - მოსწონს, არ მოსწონს, არგუმენტი აქვს თუ არა, მაინც ვეტო უნდა დაადოს - დაგინებული აქვს, მგონი

კამერებთან დიდი გული აქვთ და გუშინ, როდესაც ეს თემები იხილებოდა, საერთოდ ცარიელი იყო დარბაზი და ფაქტობრივად, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს ნაწილში ამბობენ, რომ რეალურად მმართველი გუნდი არ იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, ეს მიუთითებს მათ [ოპოზიციის] ორმაგ სტანდარტზე.

„ძალიან უცნაურია, როცა ოპოზიციას ასეთი პრეტენზიები აქვთ. კამერებთან დიდი გული აქვთ და გუშინ, როდესაც ეს თემები იხილებოდა, საერთოდ ცარიელი იყო დარბაზი და ფაქტობრივად, არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ეს მიუთითებს მათ ორმაგ სტანდარტზე. თითქოს აინტერესებთ ვენეციის რეკომენდაციები, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ფსევდო ვითომ პატრიოტიზმი, თითქოს რომ აინტერესებთ ამა თუ იმ სამსახურის გამართულად მუშაობა, არა, ყალბია ეს ყველაფერი”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებულ ვეტოს.

ზარქუას თქმით, ისინი ელოდებოდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი „კვალდაკვალ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დაადებდა ვეტოს ამას“.

„ბუნებრივია, ჩვენ ველოდით, რომ ქალბატონი სალომე კვალდაკვალ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე დაადებდა ვეტოს ამას. „ვეტოთი შემოქმედი“ დავარქვით ჩვენ სალომე ზურაბიშვილს. იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია არ აქვს. მოსწონს, არ მოსწონს, არგუმენტი აქვს თუ არ აქვს, მაინც ვეტო უნდა დაადოს - დაგინებული აქვს, მგონი. ჰოდა, ამას აკეთებს, უსაფუძვლოდ. ბუნებრივია, უმრავლესობა შეიკრიბება და გადავლახავთ ამ ვეტოს მორიგ ჯერზე. იმიტომ რომ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ არჩევნები სამართლიანად და ობიექტურად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს”, - აღნიშნა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება