„აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამებზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა...) გაძლიერებას, აფხაზური კულტურის ინტეგრირებას საერთო კულტურულ რუკაზე, მის გატანას საერთაშორისო დონეზე და ინკლუზიური პროექტების განხორციელებას, ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად განაცხადის წარმოდგენა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა